მდიდარი ისტორიის მქონე ჭადრაკი საზოგადოების კულტურის დონის ერთ–ერთი მაჩვენებელია .
ჭადრაკის სწავლება მოიცავს თამაშის წესების, მისი ცალკეული სტადიებისა და მათი გათამაშების პრინციპების ცოდნას, აგრეთვე ჭადრაკის თეორიის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების ანალიზს.
ჭადრაკის სწავლება თანამედროვე მსოფლიოში განპირობებულია ორი ძირითადი ფაქტორებით: სპორტულითა და შემეცნებითით.
პირველი მათგანი განსაზღვრავს სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას, მეორე კი ახალგაზრდების აღზრდის პროცესში ჭადრაკის გამოყენებას ითვალისწინებს, რამეთუ ჭადრაკი ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას,ანალიზის, რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარს, სხვისი აზრის პატივისცემას და კიდევ მრავალ სხვა დადებით თვისებას.
დღეისათვის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჭადრაკი განიხილება, როგორც ახალგაზრდა თაობის აღზრდის ერთ–ერთი ეფექტური საშუალება.
ჭადრაკის სოციალურ–პედაგოგიური ფუნქციის სრული თეორიული ანალიზი არ არსებობს, თუმცა ცნობილია რამდენიმე ექსპერიმენტისა და გამოკვლევის შედეგი. ასე, მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა,რომ საგრძნობლად ამაღლდა იმ სკოლის მოსწავლეთა განვითარების საშუალო დონე, სადაც ჭადრაკს ასწავლიდნენ. გაცილებით გაუმჯობესდა შედეგები არა მარტო მათემატიკაში, არამედ სხვა საგნებშიც, ბავშვები მიეჩვივნენ დამოუკიდებელ აზროვნებას, ბავშვებს ჩამოუყალიბდათ პასუხისმგებლობის გრძნობა, რადგან დიდი და ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათ მიერ მოფიქრებულ სვლას.
გამოჩენილი პედაგოგის, ვასილი სუხომლინსკის აზრით, ჭადრაკი არის თანმიმდევრული, ლოგიკური აზროვნების შესანიშნავი სკოლა.  
        დეკემბრის ბოლოს კერძო სკოლა–ლიცეუმში

თბილისში ჩატარდა საკვალიფიკაციო ტურნირი, მთელი საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები, II ადგილი დაიკავა მონიკა კვარაცხელიამ, Ш ადგილი კი წილად ხვდა ლექსო გვარამიას, ორივე მოსწავლემ შეასრულა V თანრიგის I ბელი, I ბელი ასევე შეასრულეს გაგი ჩალიგავამ, ვაჩე ჩალიგავამ და დავით ჯღამაძემ, ალექსანდრე ჯღამაძემ კი Ш კატეგორიის მისაღებ ტურნირზე თბილისში პირველი ადგილი დაიკავა.

*2012 წლის 26-29 იანვარს ფოთში გაიმართა სამეგრელოს ჩემპიონატი 12 წლის მოჭადრაკეთა შორის, ტურნირში მონაწილეობას ღებულობდა 34 მონაწილეს შორის 8 ადგილი დაიკავა სენაკის კერძო სკოლა–ლიცეუმის მოსწავლემ ალექსანდრე ჯღამაძემ.
ჩატარდა  

*2011 წლის 18 და 19 იანვარს სენაკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შობისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ფესტივალი, ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდნენ რაიონის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები, ტურნირი ძალიან დაძაბულად წარიმართა, Ш ადგილი დაიკავა სენაკის კერძო სკოლა–ლიცეუმის მოსწავლემ ალექსანდრე ჯღამაძემ.

*2010 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში 12 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ტურნირში მონაწილეობდა 12 მოსწავლე. გამოვლინდნენ პრიზიორები ჭაბუკთა შორის  პირველი ადგილი დაიკავა გიორგი ხუნწარიამ, მეორე ადგილი დაიკავა ალექსანდრე ჯღამაძე, მესამე ადგილი ბუდუ ჩაჩიბაია. გოგონათა შორის  პირველი ადგილი დაიკავა ანი ღავთაძემ, მეორე ადგილი მარიამ ხუბუნაიამ, მესამე კი ქეთი გუგუშვილი.